2012– 2015 წლების განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი თვის 20 რიცხვში ვატარებდით ,,კალიგრაფიის კონკურსს" მისი მიზანი იყო მოსწავლეებს მოეხდინათ საკუთარი ნაწერის დახვეწა, თვითშეფასება. ობიექტურობის შესანარჩუნებლად, მოსწავლეთა ნამუშევრებს ენიჭებოდათ ნომერი და სხვა კლასის მოსწავლეები ანიჭებდნენ ქულებს. ამ პროექტში შეფასებაში მეხმარებოდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები.შედეგად მივიღე ის რომ კალიგრაფია გამოსწორდანაწილობრივ.
გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სკოლის დირექცია აჯილდოებდა სიგელებით.
როგორ გვიყვარს ქალბატონ ლელას სტუმრობა?!
( დასამატებელი აქვს სხვა წლების სურათები )
Sunday, September 20, 2015
როგორ იზრდებიან მცენარეები
2014 წელს მესამე კლესისი მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტისთვის მზადება:
,, როგორ იზრდება მცენარე"
მათ კლასში მოაწყეს მცენარეთა დაკვირვების კუთხე, მოიტანეს სხავადასხვა მცენარეთა თესლები, ბოლქვები და დაიწყეს მათზე დაკვირვება. ჯგუფებში განაწილდა დასაკვირვებელი ობიექტები.
დაკვირვებების შედეგად ჯგუფებსი მიერ
მოპოვებული ინფორმაციების პრეზენტაცია
როგორ გამოიყურებიან ბაქტერიები და ვირუსები
2014 წელს, გაზაფხულზე, პროგრამული მასალის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მესამე კლასში ჩამეტარებინა პროექტი
,, როგორ გამოიყურებიან ბაქტერიები , ვირუსები? ჰიგიენა მათ წინააღმდეგ." კლასში დავდგით რძე და რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით თუ როდის იქნებოდა გამოსაკვლევად მზად . სინათლის მიკროსკოპის საშუალებით მოსწავლეებმა შეისწავლეს რძე–მჟავა ბაქტერიების გადაადგილება, ხოლო ვირუსებს კი –ინდივიდუალურად, ნეტ– ბუკებში გადაგზავნილი სურათებით გაეცნენ. მიკროსკოპის გამოყენებამ ძალიან დიდი სიხარული, გაკვირვება და ინტერესი გამოიწვია.
პროექტის დეტალურ აღწერას მოგვიანებით გამოვაქვეყნებ)
(ძალიან დიდხანს მემახსოვრება მათი შთაბეჭდილებები).
Subscribe to:
Posts (Atom)