ბუნება 3 3

Saturday, October 10, 2015

ბაქტერიები, ვირუსები და ჰიგიენა

პროექტის ავტორი:   თამარ კურტანიძე  T–591 05 67 45 tamar.kurtanidze1@gmail.com
 პირადი ნომერი  :     57001000753
 საგანი :          ბუნებისმეტყველება     
 სკოლა :       სსსიპ ქრისტეფორე III–ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის # 4 საჯარო სკოლა.
რეგიონი :   შიდა ქართლი
                                         აბსტრაქტი
                       ბაქტერიები, ვირუსები და ჰიგიენა
საკვანძო სიტყვები:  ბაქტერია, ვირუსი,ინფექციური  დაავადებები, ეტიკეტი, პარმაცევტი , მიკროსკოპი.
   2014 წელს,  მესამე კლასში შესასწავლი თემის აქტუალურობამ გადამაწყვეტინა  ჩამეტარებინა პროექტი სახელწოდებით :,, ბაქტერიები, ვირუსები და ჰიგიენა“. (მოსწავლეებს მოტივაციის მიზნით ვუჩვენე  წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია.) ამ განხორციელებული  სასწავლო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია  ბაქტერიებისა და ვირუსების საარსებო გარემოზე, მიკრობებით გამოწვეულ საშიშ  დაავადებებზე.პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვაზე, რომელიც  საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად; საკვები პროდუქტებზე მითითებული დასახელების, გამოყენებისა და ვარგისიანობაზე. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს  მიკრობები, მათი ფორმები, გავრცელების არეალი.კლასში მოაწყეს სპეციალური საპროექტო კუთხე, სადაც დასაკვირვებლად განალაგეს ლპობაში წასული ვაშლი, კარტოფილი და რძე.   ჯგუფებში გადანაწილდა საკითხები და ფუნქციები.აწარმოებდნენ ყოველდღიურ დაკვირვებას  ვაშლსა და კარტოფილზე ბაქტერიების გამრავლების შედეგად გაზრდილ დაზიანებულ ადგილებზე; რძეში ბუნებრივად გარდაქმნილი ან  დამატებული ზოგიერთი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ სხვადასხვა პროდუქციაზე. ყოველივეს ინიშნავდნენ დაკვირვების დღიურში ან ავსებდნენ სპეციალურ ცხრილებს.მშობლებისაგან მოიპოვეს ინფორმაცია გადატანილი ინფექციური დაავადებების შესახებ, ფარმაცევტის დახმარებით შეიწავლეს ჭრილობის მოვლის საშუალებები. ფოტოები გადაუღეს უყურადღებოდ დაყრილ ნაგავს, როგორც ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების  ერთ–ერთ ძირითად კერას, თანატოლებში ატარებდნენ სასწავლო ჰიგიენურ მონიტორინგს, გაეცნენ სინათლის მიკროსკოპის შესაძლებლობებს–– დააკვირდნენ თვალითუხილავ მიკრობებს, მათ მოძრაობის სიჩქარეს და სხვა; ისარგებლეს ინდივიდუალური ნეტ–ბუკებით, Power Point–ში დაამზადეს პრეზენტაციები.

პროექტის დასასრულს შეავსეს  ვიცი–მინდა ვიცოდე– გავიგე  დიაგრამა, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში დაგროვებული ცოდნა და უნარ– ჩვევები,კიდევ ერთხელ განმარტეს საკვანძო სიტყვები, იმსჯელეს ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

Sunday, September 20, 2015

პროექტი–– საუკეთესო კალიგრაფი

2012– 2015 წლების განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი თვის 20 რიცხვში ვატარებდით ,,კალიგრაფიის კონკურსს" მისი მიზანი იყო მოსწავლეებს მოეხდინათ საკუთარი ნაწერის დახვეწა, თვითშეფასება. ობიექტურობის შესანარჩუნებლად, მოსწავლეთა ნამუშევრებს ენიჭებოდათ ნომერი და სხვა კლასის მოსწავლეები ანიჭებდნენ ქულებს. ამ პროექტში შეფასებაში მეხმარებოდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები.შედეგად მივიღე ის რომ კალიგრაფია გამოსწორდანაწილობრივ.
გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სკოლის დირექცია აჯილდოებდა სიგელებით.





           როგორ გვიყვარს ქალბატონ ლელას  სტუმრობა?!




( დასამატებელი აქვს სხვა  წლების სურათები )

როგორ იზრდებიან მცენარეები



         2014 წელს მესამე კლესისი მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტისთვის მზადება:
      ,, როგორ იზრდება მცენარე"
  მათ კლასში მოაწყეს მცენარეთა დაკვირვების კუთხე, მოიტანეს სხავადასხვა მცენარეთა თესლები, ბოლქვები და დაიწყეს მათზე დაკვირვება. ჯგუფებში განაწილდა დასაკვირვებელი ობიექტები.











დაკვირვებების შედეგად  ჯგუფებსი მიერ
მოპოვებული ინფორმაციების პრეზენტაცია




როგორ გამოიყურებიან ბაქტერიები და ვირუსები

   

2014 წელს, გაზაფხულზე, პროგრამული მასალის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მესამე კლასში ჩამეტარებინა  პროექტი
  ,, როგორ გამოიყურებიან ბაქტერიები , ვირუსები?  ჰიგიენა მათ წინააღმდეგ." კლასში დავდგით რძე და რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით თუ როდის იქნებოდა გამოსაკვლევად მზად . სინათლის მიკროსკოპის საშუალებით მოსწავლეებმა შეისწავლეს რძე–მჟავა ბაქტერიების გადაადგილება, ხოლო ვირუსებს კი –ინდივიდუალურად, ნეტ– ბუკებში გადაგზავნილი სურათებით გაეცნენ. მიკროსკოპის გამოყენებამ ძალიან დიდი სიხარული, გაკვირვება და  ინტერესი გამოიწვია.


 პროექტის დეტალურ აღწერას მოგვიანებით გამოვაქვეყნებ)









(ძალიან დიდხანს მემახსოვრება მათი შთაბეჭდილებები).