პირადი ნომერი : 57001000753
საგანი
: ბუნებისმეტყველება
სკოლა
: სსსიპ ქრისტეფორე III–ის სახელობის
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის # 4
საჯარო სკოლა.
რეგიონი
: შიდა ქართლი
აბსტრაქტი
ბაქტერიები, ვირუსები და ჰიგიენა
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია, ვირუსი,ინფექციური დაავადებები, ეტიკეტი, პარმაცევტი , მიკროსკოპი.
2014 წელს,
მესამე კლასში შესასწავლი თემის აქტუალურობამ გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა პროექტი სახელწოდებით :,, ბაქტერიები,
ვირუსები და ჰიგიენა“. (მოსწავლეებს მოტივაციის მიზნით ვუჩვენე წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია.) ამ განხორციელებული
სასწავლო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის
მიმეწოდებინა ინფორმაცია ბაქტერიებისა და ვირუსების საარსებო გარემოზე, მიკრობებით
გამოწვეულ საშიშ დაავადებებზე.პირადი ჰიგიენის
ძირითადი წესების დაცვაზე, რომელიც
საჭიროა გადამდები დაავადებების
თავიდან ასაცილებლად;
საკვები პროდუქტებზე მითითებული დასახელების, გამოყენებისა და ვარგისიანობაზე.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს
მიკრობები, მათი ფორმები, გავრცელების არეალი.კლასში მოაწყეს სპეციალური საპროექტო
კუთხე, სადაც დასაკვირვებლად განალაგეს ლპობაში წასული ვაშლი, კარტოფილი და რძე. ჯგუფებში გადანაწილდა საკითხები და ფუნქციები.აწარმოებდნენ
ყოველდღიურ დაკვირვებას ვაშლსა და კარტოფილზე
ბაქტერიების გამრავლების შედეგად გაზრდილ დაზიანებულ ადგილებზე; რძეში ბუნებრივად გარდაქმნილი
ან დამატებული ზოგიერთი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ
სხვადასხვა პროდუქციაზე. ყოველივეს ინიშნავდნენ დაკვირვების დღიურში ან ავსებდნენ სპეციალურ
ცხრილებს.მშობლებისაგან მოიპოვეს ინფორმაცია გადატანილი ინფექციური დაავადებების შესახებ,
ფარმაცევტის დახმარებით შეიწავლეს ჭრილობის მოვლის საშუალებები. ფოტოები გადაუღეს უყურადღებოდ
დაყრილ ნაგავს, როგორც ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების ერთ–ერთ ძირითად კერას, თანატოლებში ატარებდნენ
სასწავლო ჰიგიენურ მონიტორინგს, გაეცნენ სინათლის მიკროსკოპის შესაძლებლობებს–– დააკვირდნენ
თვალითუხილავ მიკრობებს, მათ მოძრაობის სიჩქარეს და სხვა; ისარგებლეს ინდივიდუალური
ნეტ–ბუკებით, Power Point–ში
დაამზადეს პრეზენტაციები.
პროექტის დასასრულს შეავსეს ვიცი–მინდა ვიცოდე– გავიგე დიაგრამა, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში
დაგროვებული ცოდნა და უნარ– ჩვევები,კიდევ ერთხელ განმარტეს საკვანძო სიტყვები, იმსჯელეს
ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
No comments:
Post a Comment